ფეხბურთი

15:35 | 19.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

Marca: მბაპემ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ „რეალთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა. ეს ინფორმაცია მადრიდულმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა, თუმცა ჯერ ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

წყაროს თანახმად, მბაპე „რეალს“ 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და კონტრაქტში ძალაში 2029 წლის ზაფხულამდე იქნება. ფრანგის ხელფასი 15-20 მილიონი ევრო იქნება სეზონში, რასაც ბონუსებიც დაემატება.

კილიან მბაპემ კარიერა „მონაკოში“ დაიწყო, 2017 წლიდან კი „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 290 მატჩში 243 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111024