სხვა

0:00 | 19.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მსხალაძის მე-9 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ზურაბ მსხალაძემ (96 კგ.) იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში თავი 151 კილოგრამს გაართვა და მე-12 საფეხური ერგო.

მსხალაძემ აკვრაში 185 / 192 კილოგრამის ძლევით მე-5 ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამით კი მე-9 ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მსხალაძისთვის დიდების ჩემპიონატი სადებიუტოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119606