ფეხბურთი

20:00 | 18.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა, "მეცი" ლიგა 2-სკენ მიექანება

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში „მეცი“ უშუალო კონკურენტ „მონპელიესთან“ სტუმრად უშანსოდ, 0:3 დამარცხდა და ზედიზედ მეცხრე მოუგებელი მატჩი ჩაატარა.

„მონპელიე“ უკვე მესამე წუთზე დაწინაურდა, მეორე ტაიმის სტარტზე უპირატესობა გაზარდა და ბოლოს მესამეც მიაყოლა, რითაც უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 90 წუთი იყო და თანაგუნდელთა შორის ცალსახადაც გამორჩეული, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ქართველს საამისოდ ბევრი შანსი ჰქონდა: პირველ ტაიმში მან სამი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, მეორე ნახევარშიც სცადა არაერთხელ გატანა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ყველაზე ახლოს გოლთან 71-ე წუთზე იყო, როდესაც მეკარემ რთული დარტყმა კუთხურზე მოიგერია.

გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში, ხოლო „მეცი“ 17 ქულით მე-17 ადგილზეა და გავარდნის რეალური კანდიდატია, რადგან სამშვიდობო ზონას უკვე 5 ქულით ჩამორჩა. ლასლო ბოლონის გუნდი მომდევნო ტურში 23 თებერვალს, „ლიონს“ უმასპინძლებს.

0.11502