სხვა

14:22 | 18.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

თოფურია: "ერთი სული მაქვს საქართველოში ჩამოვიდე და გამარჯვება თქვენთან ერთად აღვნიშნო"

ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ ილია თოფურიამ პრესკონფერენციაზე ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. მან თქვე, რომ ქართველების გვერდში დგომას ყოველთვის გრძნობს.

"ჩემს პატარა საქართველოს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ყოველთვის ჩემს გვერდით დგახართ. მიყვარხართ ყველანი გულში და ერთი სული მაქვს, რომ ჩამოვიდე, გნახოთ ყველანი და ეს გამარჯვებაც ერთად ვიზეიმოთ.

თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და ძალიან გახარებული ვარ. პირველ რიგში, როდესაც ვიბრძვი მსაჯები არ მჭირდება, მათ შეუძლიათ გავიდნენ და დაისვენონ. ის ბიჭი ძალიან სწრაფი იყო და ცოტათი გამაბრაზა. დრო დამჭირდა, რომ მისი მოძრაობები შემესწავლა. მე უბრალოდ სწორ დროს ველოდი. როგორ ვთქვა, მან რამდენჯერმე დამიჭირა და დარტყმები გამიტარა, ამის გამო კი ზეიმობდა.

ბრძოლის გეგმა პირველივე მომენტიდან ის იყო, რომ გრძელი კომბინაციები შემესრულებინა, არ მიყვარს მოკლე კომბინაციები, რომლებიც ოთხ-ხუთ დარტყმაში სრულდება, გრძელი კომბინაციის წაკითხვა უფრო რთულია.

დავთანხმდები თუ არა ვოლკანოვსკისთან განმეორებით ბრძოლას? ახლა დრო მჭირდება, რომ დავისვენო. სასმელის დალევა და დროის ოკახთან გატარება მინდა, ისე კი პრობლემა არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ UFC 298-ზე ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და 15-დან 15 მოგება დააგროვა. ელ მატადორი დაუმარცხებელია და დღეს საჩემპიონო ქამარიც მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101541