UFC-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მერაბ დვალიშვილმა. ქართველმა მებრძოლმა ჰენრი სეხუდო 3 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და ზედიზედ მეათე მოგება მიითვალა.
11 თვიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონზე დაბრუნებული მერაბი მართლაც რომ დამაჯერებელი იყო. მან მექსიკელ მეტოქესთან მხოლოდ პირველი რაუნდი დათმო, ისიც მცირე უპირატესობით 9:10.
სამაგიეროდ მეორე და მესამე რაუნდში შეუჩერებელი იყო. ისე მოიგო, თითქოს არც დაღლილა და შუალედებში მარკ ცუკენბერგთან სასაუბროდაც მოიცალა, რომელიც მერაბის დიდი გულშემატკივარია.
აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილის ზედიზედ 10 გამარჯვება დაუგროვდა, ეს კი UFC-ში ისლამ მახაჩევის შემდეგ, მეორე ყველაზე გრძელი აქტიური წაუგებელი სერიაა.
საბოლოო ჯამში ჭიდაობის ოლიმპიური ჩემპიონი და ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი დვალიშვილმა დაამარცხა და ახლა UFC-ში 12-დან 10 გამარჯვება დაუგროვდა, საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 17 მოგება და 4 მარცხია.
ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი, ქართველმა შონ ომალი გამოიწვია და ქამარზე ჩხუბის მოლოდინშია.