ფეხბურთი

0:18 | 18.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლი ჩეხეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ჩეხეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „იაბლონეცმა“ „ჩეკსე ბუდიოვიცე“ 5:2 დაამარცხა, ერთი გოლი კი ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მერვე წუთზე გახსნა, როდესაც ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი. 30 წლის შემტევმა ზედიზედ მეორედ შეძლო ჩეხეთის ჩემპიონატში თავის გამოჩენა, რადგან წინა ტურში პრაღის „სლავიასაც“ გაუტანა.

„იაბლონეცი“ 23 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 24 თებერვალს, „ლიბერეცს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115028