დღეს, 17 თებერვალს, ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში „ბრენტფორდმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. თამაში მერსისაიდელთა სასარგებლოდ ანგარიშით 1:4 დასრულდა.
35-ე წუთზე ანგარიში დარვინ ნუნიესმა გახსნა, 55-ზე მოჰამედ სალაჰის გადაცემის შემდეგ ალექსის მაკ ალისტერმა ულამაზესი გოლი გაიტანა. შემდეგ ეგვიპტელის ჯერიც დადგა და - 0:3.
ბოლო 15 წუთში კიდევ ორი ბურთი გავიდა. ჯერ მასპინძელმა აივენ ტოუნიმ შეამცირა სხვაობა, 86-ე წუთზე კი კოდი გაკპომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:4.
ახლა პრემიერლიგის 25 მატჩის შემდეგ, „ლივერპული“ 57 ქულით ჩემპიონატის ლიდერია. და უშუალო მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით უსწრებს. „ქალაქელები“ თავის მატჩს დღეს მოგვიანებით გამართავენ „ჩელსისთან,“ ამ მომენტისთვის მათ „ლივერპულზე“ ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.