ფეხბურთი

16:11 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ში მბაპეს ოსიმენით შეცვლა უნდათ

„პარი სენ-ჟერმენს“ ზაფხულში კილიან მბაპეს შეცვლა მოუწევს, რომელიც კლუბს დატოვებს. იტალიური მედიის ცნობით, პარიზელთა ინტერესის სფეროში ვიქტორ ოსიმენია.

ნიგერიელი მბაპეს მთავარ ალტერნატივად მიაჩნიათ პარიზში და მზად არიან „ნაპოლის“, ისევე როგორც ფეხბურთელის, ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილონ. თუმცა, თვითონ 25 წლის თავდამსხმელს ურჩევნია კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.

ამ ეტაპზე პრაქტიკულად მხოლოდ ისაა გადაწყვეტილი, რომ ოსიმენი „ნაპოლის“ ზაფხულში დატოვებს. სხვათა შორის, მას საფრანგეთში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „ლილის“ ღირსებას იცავდა.

„ნაპოლიში“ ოსიმენი 2020 წლიდან ირჯება და 119 შეხვედრაში 67 გოლის გატანა მოახერხა.

0.112503