ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ლენოვო ტენერიფემ“ მალაგას „უნიკახა“ 91:83 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა.
გადამწყვეტი ბოლო პერიოდი იყო, რომელიც კანარიელებმა 7 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.
გიორგი შერმადინი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 26 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
„ლენოვო ტენერიფე“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ბარსელონას“ შეხვდება, ხოლო მეორე წყვილში „რეალი“ და „ვალენსია“ დაუპირისპირდებიან.