ფეხბურთი

2:04 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" სკუდეტოსკენ მიფრინავს

მილანის „ინტერი“ სკუდეტოსკენ მიფრინავს. სიმონე ინძაგის გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და მორიგი სამი ქულა მარტივად მოიპოვა.

აუტსაიდერ „სალერნიტანასთან“ ყველაფერი საწყის 19 წუთში გადაწყდა, როდესაც მარკუს ტურამმა და ლაუტარო მარტინესმა ორჯერ გაიტანეს. ტაიმის ბოლოს დენზელ დუმფრისმაც გამოიჩინა თავი, ხოლო წერტილი მატჩის ბოლოს მარკო არნაუტოვიჩმა დასვა - 4:0.

„ინტერი“ „იუვენტუსს“ უკვე 10 ქულით უსწრებს და სკუდეტო პრაქტიკულად ჯიბეში უდევს. სხვათა შორის, „ნერაძური“ ტემპს თუ არ დააგდებს, 2013-2014 წლების სეზონში „იუვენტუსის“ მიერ დამყარებულ რეკორდსაც გააუმჯობესებს, როდესაც ტურინელებმა სეზონი 102 ქულით დაასრულეს.

„სალერნიტანა“ უმძიმეს დღეშია და ცალი ფეხით უკვე სერია B-შია გავარდნილი.

0.186814