იტალიის სერია A-ს 25-ე ტური „ტორინოს“ და „ლეჩეს“ მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძლებმა დამაჯერებლად 2:0 მოიგეს.
ტურინელებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. თავი რაულ ბელანოვამ და დუვან საპატამ გამოიჩინეს.
არ უთამაშია საბა საზონოვს, მიუხედავად იმისა, რომ ალესანდრო ბონჯორნო ისევ ტრავმირებულია. ივან იურიჩმა ქართველ მცველს ზედიზედ მეორედ ახალწვეული მატეო ლოვატო ამჯობინა... საბას მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.
„ტორინო“ 36 ქულით მეცხრე ადგილზეა და სხვათა შორის, უკან „ნაპოლი“ მოიტოვა. „ხარები“ მომდევნო ტურში 22 თებერვალს, სტუმრად „ლაციოს“ შეხვდებიან.