ფეხბურთი

23:06 | 16.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას საგოლე პასი და ავტოგოლი საუდი პრო ლიგაში, "ალ-ოხდუდმა" "ალ-აჰლის" აჯობა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში სოლომონ კვირკველიას „ალ-ოხდუდმა“ შინ „ალ-აჰლი“ 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა მცველმა ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, ავტოგოლი გაიტანა. მან თავის კარში ბურთი 32-ე წუთზე ჩაჭრა. სხვათა შორის, სტუმართა მხრიდან მეორე გოლი რობერტო ფირმინოს აქტივშია. ქართველმა მცველმა ავტოგოლი საგოლე პასით გამოასწორა, როცა მეორე ტაიმში ლეანდრე ტავამბას დაეხმარა გამარჯვების გოლის გატანაში.

ამის მიუხედავად, „ალ-ოხდუდმა“ 3:2 მოიგო, 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121154