ფეხბურთი

21:02 | 16.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ახლა მხოლოდ "სელტასთან" მატჩზე ვფიქრობთ და არა "ნაპოლიზე"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ „ნაპოლისთან“ მატჩზე ჯერ არ ფიქრობს და მხოლოდ ვიგოს „სელტასთან“ შეხვედრაზეა კონცენტრირებული.

„წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება მოკლე პერიოდში, მაგრამ სეზონის ყველა ეტაპზე ასეთი სიტუაციაა. „ბარსელონაში“ გამარჯვების ვალდებულება გვაქვს და თუ გვინდა ლა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლოთ, შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ.

ჩემპიონთა ლიგის წინ შემადგენლობის გადახალისება? არა, ხვალ მნიშვნელოვანი სამი ქულა დევს სასწორზე და მხოლოდ „სელტასთან“ მატჩზე ვფიქრობთ, ამის შემდეგ მოვახდენთ კონცენტრაციას „ნაპოლიზე“, - თქვა ჩავიმ.

0.123211