იურგენ კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გერმანელ სპეციალისტს აზიიის თასზე ნაჩვენები შედეგი წარუმატებლად ჩაუთვალეს. სამხრეთ კორეა ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც იორდანიის ნაკრებთან მოულოდნელად დამარცხდა.
კლინსმანი სამხრეთ კორეაში თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.