„ემპოლიში“ საბა გოგლიჩიძე მედიის წინაშე წარადგინეს, რომელმაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც მან განაცხადა, ბედნიერია გაკეთებული არჩევანით და იმედოვნებს, რომ განვითარდება.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება „ემპოლიში“. მოგვიყევით თვისებების შესახებ...
- მადლობა, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ძალიან მომწონს იტალიის ჩემპიონატი და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვითამაშებ. აგრესიული ფეხბურთელი ვარ, მომწონს ბურთის ფლობაც და ერთი-ერთზე თამაში. უნდა გავიზარდო და ფიქრობ, საუკეთესო შანსი მაქვს.
- როგორია პირველი შთაბეჭდილებები ემპოლიზე, ვინ არის შენთვის ინსპირაცია?
- მომწონს ემპოლი, პატარა ქალაქია, სადაც თავს კარგად ვგრძნობ. აქ ფეხბურთზე კონცენტრირებაც უფრო ადვილია, საქართველოში ასე არ იყო. ჩემი კერპი ყოველთვის პაოლო მალდინი იყო.
- როგორია თქვენი შთაბეჭდილებები მწვრთნელზე და რამდენად მნიშვნელოვანია მასთან ერთად განვითარება...
- ენის გამო ჯერ კიდევ მიჭირს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მწვრთნელი კარგად მიხსნის ყველა იმ კონცეფციას, რომელიც უნდა ვისწავლო. ყოველთვის ახლოსაა ფეხბურთელებთან და მზად არის, მათ ბევრი რამ ასწავლოს. ვუსმენ და მომწონს, თუ როგორ ათამაშებს მწვრთნელი დაცვას, ვიმედოვნებ, რომ მასთან ერთად ბევრად გავიზრდები.
- საქართველოს რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს...
- რა თქმა უნდა, კვარაცხელიას შემდეგ საქართველოს უფრო დიდი ყურადღება ექცევა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ადრეც ბევრი ძლიერი მოთამაშე გვყავდა. ახლა ჩემი ქვეყნის ფეხბურთს დიდი ყურადღება ექცევა და იმედი მაქვს, რომ იტალიაში სხვა ფეხბურთელებიც ჩამოვლენ.
- რა განცდები გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ შეგეძლოთ „ემპოლიში“ გადასვლა და რატომ „ემპოლი“?
- არჩევანში ეჭვი არასდროს მეპარებოდა, ასევე ლევან მჭედლიძის წყალობით. ის ყოველთვის კარგად მესაუბრებოდა ამ გუნდზე, ბევრი რამ მითხრა. იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ როდესაც „ემპოლის“ შეთავაზება მოვიდა, არ მიყოყმანია. ყველაფერი, რაც ლევანმა მითხრა, ზუსტად ისეა, აქ ვიპოვე ოჯახი და მგონია, რომ აქ დიდი ხანია ვარ. კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით, ჩემთვის ეს შესანიშნავი კლუბია“.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“ შეუერთდა და 2-ნომრიანი მაისური მოირგო. ის ტოსკანური კლუბის განაცხადში სისტემატურად ხვდება, მაგრამ ჯერჯერობით, დებიუტი არ ჰქონია.