ფეხბურთი

21:00 | 15.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტომას ტუხელს "ბაიერნში" სამი მატჩი მისცეს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს სიტუაციის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცეს. ამის შესახებ ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი წერს.

როგორც ის იტყობინება, „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობა არ ჩქარობს 50 წლის სპეციალისტის გათავისუფლებას და იმედოვნებს, რომ ის შეძლებს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას.

წყაროს თანახმად, ტუხელს სიტუაციის გამოსასწორებლად მომდევნო სამი მატჩი მისცეს - „ბოხუმის“, „ლაიფციგისა“ და „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ. ეს შეხვედრები ტუხელის ბედს გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ბოლო ორი მატჩი „ლევერკუზენისა“ და „ლაციოს“ წინააღმდეგ წააგო.

0.113951