ფეხბურთი

15:21 | 15.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონას" დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონას“ დაუკავშირეს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ქართველი შემტევი კატალონიური კლუბის ინტერესის სფეროშია. გამოცემა ხაზს იმ გარემოებას უსვამს, რომ კვარა „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რამაც შესაძლოა, „ბარსაში“ მის ტრანსფერს ხელი შეუწყოს. ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია.

წყარო იმასაც წერს, რომ ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა, აქამდეც ინტერვიუებში არაერთხელ დააფიქსირა, რომ მის კლიენტს სამომავლოდ „ბარსელონაში“ ან მადრიდის „რეალში“ თამაში სურს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი ხელფასი კი, სეზონში მხოლოდ 1.2 მილიონი ევროა. დიდი ხანია საუბრობენ ხელფასის მომატებასა და კონტრაქტის განახლებაზე, მაგრამ ჯერჯერობით, ოფიციალურად მხარეებს ხელი კონტრაქტზე არ მოუწერიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116803