ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელზეც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებს სალიცენზიო ქულები თამაშდება, 67 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძემ იასპარეზა.
კონტინენტის პირველობის ატაცში ქართველმა ძალოსანმა 128 / 132 კგ. დაძლია და მე-9 ადგილზე გავიდა.
ჩხეიძემ აკვრაში თავი 157 კილოგრამს გაართვა და კვლავ მე-9 ადგილი ერგო, იგივე საფეხურზეა ორჭიდში მოგროვილი 289 კილოგრამითაც.