გუშინ, 13 თებერვალს, „მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „კოპენჰაგენი“ (3:1) დაამარცხა.
ამრიგად, „ქალაქელები“ გახდნენ პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ შვიდ მატჩში 3+ გოლი გაიტანეს. „კოპენჰაგენამდე“ გვარდიოლას გუნდმა ჯგუფში „ლაიპციგი“ (3:1 და 3:2), „ცრვენა ზვეზდა“ (3:1 და 3:2) და „იანგ ბოიზი’ (3:1 და 3:2) დაამარცხა. .
საპასუხო მატჩი „კოპენჰაგენთან“ 6 მარტს, „ეტიჰადის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. 2022/2023 წლების სეზონის ფინალურ მატჩში „ქალაქელებმა“ მილანის „ინტერს“ მოუგეს (1:0).
მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში 52 ქულით მეორე ადგილზეა. ჩემპიონატს „ლივერპული“ ლიდერობს (54 ქულა).