ფეხბურთი

18:42 | 13.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ელიფ ელმასი: „ნაპოლი“ იმიტომ დავტოვე რომ ამ გუნდთან ერთად გამარჯვება სულ უფრო რთული ხდებოდა“

„ნაპოლის“ ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა, რომელიც „ლაიფციგში“ 2024 წლის იანვრიდან თამაშობს, განმარტა, რატომ გადაწყვიტა გერმანულ კლუბში გადასვლა.

„რატომ დავტოვე „ნეაპოლი“? იმიტომ, რომ მე ვიყავი ძლიერ გამარჯვებულ გუნდში, რომელიც ბევრს მუშაობს ახალგაზრდებთან და მომავალს უყურებს. მაგრამ „ნაპოლისთან“ ერთად გამარჯვება სულ უფრო რთული ხდებოდა. ხუთი შთამბეჭდავი წელი გავატარე ამ გუნდში და წავედი სკუდეტოს მოგების შემდეგ, რისი ახსნა ნამდვილად შეუძლებელია“, - ციტირებს ელმასს ჟურნალისტ ალფრედო პედულას ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 23 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 35 ქულა დააგროვა და ამჟამად მეცხრე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112817