ფეხბურთი

12:46 | 13.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: „პსჟ კვლავ ჩამორჩება „რეალს“ და „სიტის“

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა.

„პსჟ ჩამორჩება როგორც „რეალს“, ასევე „მანჩესტერ სიტის.“ ამას ადასტურებს ის, რაც ვნახე ჯგუფურ ეტაპზე, განსაკუთრებით „მილანთან“ თამაშში. არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს დომინანტი გუნდია.

ლუის ენრიკე ჯერ კიდევ ტესტირების პროცესშია. მან ჯერ ვერ დაადგინა გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა. ადრე ეს იყო გუნდი, რომელიც დიდწილად ეყრდნობოდა მბაპეს ან სხვათა შთაგონებას. ახლა მათ აქვთ საკუთარი სათამაშო ფილოსოფია, რაც ჩანს ბურთის მოძრაობაში და იმაშიც, თუ როგორ აკონტროლებენ მოედანს.

მბაპესთან სიტუაცია ძალიან აბსტრაქტულია. როცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ, არავინ გადის მოედანზე სხვა რამეზე ფიქრით.

ვადასტურებ ჩემს გრძნობებს სეზონის დასაწყისიდან: „რეალი" და "მანჩესტერ სიტი" წინ არიან, პსჟ ერთი საფეხურით დაბლაა, „ბაიერნი" კიდევ უფრო ჩამორჩება მათ. ყურადღებას მივაქცევდი „ინტერს,“ რომელიც შესაძლოა სათანადოდ არ იყოს შეფასებული იტალიის ფარგლებს გარეთ“, - ციტირებს კაპელოს სიტყვებს L'Equipe.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე პსჟ „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდება. „მანჩესტერ სიტი“ „კოპენჰაგენს,“ მადრიდის „რეალი“ კი -„ლაიფციგს.“

0.115031