ფეხბურთი

12:24 | 13.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი" არ გეგმავს ტუხელის გათავისუფლებას სეზონის ბოლომდე

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი უკიდურესად იმედგაცრუებულია თავისი გუნდის თამაშით გერმანიის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში „ბაიერთან“ (0:3) - წერს რვიტერზე Bayern & Germany.

წყაროს ცნობით, სპეციალისტი უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ ვერ ახორციელებდნენ ფეხბურთელები მის ტაქტიკურ რეკომენდაციებს მოედანზე, რაც კარგად გამოსდიოდათ ვარჯიშზე. მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ ბრალს ფეხბურთელებს აკისრებს, მიაჩნიათ, რომ ასეთ შემთხვევაში გუნდის გაწვრთნა რთულია და ზოგიერთი ფეხბურთელი შეუფერებელია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბაიერნი“ სეზონის ბოლომდე ტუხელის გათავისუფლებას არ გეგმავს.

ამ დროისთვის „ბაიერნი“ 50 ქულით გერმანიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. გუნდი ლიდერ „ბაიერს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115682