ესპანური Marca-ს ჟურნალისტმა კარლოს კარპიომ მადრიდის „რეალისა“ და პსჟ-ის ფორვარდ კილიან მბაპეს მოლაპარაკებების უცნობი დეტალები გააჟღერა.
„მბაპესა და „რეალის“ შეთანხმება ძალიან ახლოსაა. ახლა 2022 წლის მსგავსი სიტუაცია არაა და აღარც ყატარი მიიჩნევს კილიანს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფიგურად”.
„მოცემული მომენტისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება კონტრაქტის გაფორმების ბონუსსა და მისი საიმიჯო უფლებების შესახებ. თანხას მბაპეს დედა ითხოვს, თუმცა თავად ფეხბურთელს „რეალში“ თამაში სურს. ის მზადაა შეეგუოს ფულის დაკარგვას, ოღონდ მადრიდში გადავიდეს. „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში კილიანი იმის ნახევარს მიიღებს, რასაც დღეს პსჟ-ში იღებს, თუმცა ეს სამჯერ მეტია ვინისიუსის შემოსავალზე“.
„არ ვიცი შედგა თუ არა უკვე შეთანხმება, თუმცა მის შესახებ სეზონის ბოლომდე არავინ არაფერს იტყვის“.
მბაპემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 30 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.