ფეხბურთი

1:52 | 12.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

იუბილარი კვარა და „ნაპოლის“ მორიგი მარცხი

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღე ვერ მიულოცა. 12 თებერვალს ხვიჩა 23 წლის გახდა და „მილანთან“ მატჩშიც ნეაპოლელთაგან საუკეთესო გახლდათ, განსაკუთრებით შესვენებამდე. აკი პოპულარულმა whoscored.com-მაც გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება - 7.1 დაუწერა.

პირველი ხიფათი კვრაცხელიას აქტივობას მოჰყვა. მე-11 წუთზე ქართველი შეიჭრა საჯარიმოში, ჩააწოდა მაგრამ ჯოვანი სიმეონემ ვერ ივარგა.

პოზიციური თამაში მიმდინარეობდა. კვარას კი ხშირად უწევდა ცენტრში 10-იანის პოზიციაზე გადასვლა.

„მილანმა“ კი 25-ე წუთზე პირველივე შეტევა გოლად აქცია. ლეაოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ თეო ერნანდესი საჯარიმოში შეიჭრა და 1:0. თუმცა აქ „ნაპოლის“ მცველებმა დააგვიანეს საჯარიმოში ჩასვლა. ფრანგს დიდი თავისუფალი სივრცე დარჩა.

45-ე წუთზე კვარა მარცხენა ფრთაზე კიაერს და ბენასერს გაექცა, ჩააწოდა, მაგრამ ფლორენციმ განმუხტა სიტუაცია.

59-ე წუთი, ჩვენებური ისევ კიაერს გასცდა ეფექტურად, საჯარიმოში ჩააწოდა, თუმცა მცველმა იყოჩაღა.

იყო კიდევ პოლიტანოს ძალიან სახიფათო დარტყმა და ძელი, რომელიც ლიდსტრიომის აქტივობას მოჰყვა.

მასპინძელთაგან ლეაოს უნდა გაეტანა, მაგრამ მანაც ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს.

„ნაპოლის“ ისევ 35 ქულა დარჩა და ცხრილში მე-9 ადგილზეა. 52-ქულიანი „მილანი“ კი მესამე პოზიციაზე დგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110374