ფეხბურთი

17:20 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ ბელინგემი ზიდანს შეადარა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ჟირონასთან“ 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ ჯუდ ბელინგემის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელმაც მოედანი 57-ე წუთზე დატოვა.

„მას მაჯა აქვს ამოვარდნილი. სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ვიმედოვნებ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზად იქნება. არის რაღაც, რითაც ის ძალიან გავს ზიდანს. ორივე უმაღლესი დონის მოთამაშეა. ზიდანს შესანიშნავი ტექნიკა ჰქონდა, ბელინგემი წარმოუდგენლად მაგარია საჯარიმოში. პირველი გოლის დროს მის მოძრაობას ვერავინ გაიმეორებს“ - ამბობს ანჩელოტი.

20 წლის ინგლისელი „რეალში“ 2023 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 29 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117285