ყველა ინტერესით ელოდა პრიმერა დივიზიონის ლიდერების მატჩს, მძაფრ დაპირისპირებას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. „რეალმა“ აშკარად დაჩაგრა მოწინააღმდეგე და დაამტკიცა, ვინ არის იმ სამეფოში მთავარი.
ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გახსნა ვინისიუსმა. მერე გამოჯანმრთელებულმა ჯუდ ბელინგემმა დუბლი მიითვალა, თუმცა ტრავმის გამო მალევე შეცვალეს.
წერტილი კი როდრიგომ დასვა - 4:0.
„რეალმა“ 61 ქულა მოაგროვა და უკვე 5 პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „ჟირონას.“
ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 24-ე ტური. 10 თებერვალი: რეალი - ჟირონა 4:0, ალავესი - ვილიარეალი 1:1, სოსიედადი - ოსასუნა 0:1