ფეხბურთი

18:52 | 10.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ „ევერტონს“ ჰოლანდის დუბლით მოუგო

დამთავრდა პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩი, რომელშიც „მანჩესტერ სიტი“ „ევერტონს“ მასპინძლობდა. მანჩესტერელებმა ერლიგ ჰოლანდის დუბლით გაიმარჯვეს (71, 85 წთ) – 2:0.

ეს გოლები ნორვეგიელისთვის 49-ე და 50-ე გამოდგა ინგლისის ჩემპიონატის 50 მატჩში. ამგვარად, ნორვეგიელმა პრემიერლიგის პირველ 50 მატჩში მეტი გოლის გატანა მოახერხა, ვიდრე ვინმე სხვამ, იუწყება სტატისტიკური პორტალი Opta.

0.123759