ფეხბურთი

16:46 | 10.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სევილია“ რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებისგან თავს იკავებს

„სევილიას“ ხელმძღვანელობა არ არის დარწმუნებული 37 წლის ცენტრალურ მცველ სერხიო რამოსთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების აუცილებლობაში, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება - გვამცნობს Relevo.

თუმცა, თავად ფეხბურთელი კარიერის ანდალუსიურ კლუბში გაგრძელების სურვილს გამოთქვამს.

შეგახსენებთ, რომ რამოსი „სევილიას“ გასულ სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა „პარი სენ-ჟერმენიდან.“

მიმდინარე სეზონში „სევილიას“ მცველმა ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ხუთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109806