ფეხბურთი

14:53 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტემ ერთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონზე ისაუბრა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ უეფას ერთა ლიგის 2024/2025 წლების გათამაშების წილისყრის შედეგებზე ისაუბრა.

A ლიგის მე-4 ჯგუფში ესპანელებთან ერთად დანიის, შვეიცარიისა და სერბეთის ეროვნული გუნდები მოხვდნენ.

„ჯგუფიდან გასასვლელად ჩვენი მაქსიმუმი იუნდა ვაჩვენოთ. ჩემთვის დიდი პატივია ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელობა ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე.

რთული მეტოქეები გვყავს, რადგან აქ ევროპის 16 საუკეთესო გუნდია თავმოყრილი და გვინდა, დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რასაც ისინი შემოგვთავაზებენ, თითოეულ მეტოქეს თავისი მახასიათებლები აქვს“, - ციტირებს დე ლა ფუენტეს სიტყვებს SPORT.

ტურნირი 2024 წლის სექტემბერ-ნოემბერში ჩატარდება. ფინალი კი 2025 წლის ივნისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126064