ფეხბურთი

0:24 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი „ბარსელონაში“ მუშაობის შესახებ: „ეს არის თავდასხმა თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, რომელიც ახლა ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობს, ჩავის გადაწყვეტილებაზე, დატოვოს თანამდებობა მიმდინარე სეზონის შემდეგ, ისაუბრა.

„ბარსელონას" მწვრთნელობა შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე თავდასხმაა. ეს არის დიდი სტრესი და ზეწოლა. „ბარსელონას“ ფეხბურთელობა ბევრად უფრო სახალისოა, ვიდრე მწვრთნელობა და ჩავიმ, როგორც კატალონიელმა და კლუბის წევრმა, რა თქმა უნდა შეამჩნია ეს. ეს არის ყველაზე რთული სამწვრთნელო სამუშაო, რაც კი ოდესმე გამიკეთებია“, - ციტირებს კუმანის სიტყვებს AS.

რონალდ კუმანი ბარსელონას 2020 წლიდან 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ ჩავის „ბლაუგრანასთან" მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აქვს. თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას აპირებს.

0.115309