ფეხბურთი

23:51 | 8.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ გუნდის საშინაო სტადიონის, „პარკ დე პრენსის“ დატოვებას აპირებს

პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ ფრანგული გიგანტი გუნდის საშინაო სტადიონის, „პარკ დე პრენსის“ დატოვებას აპირებს.

„ამჟამად ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ სტადიონი არ იყიდება. ჩვენ ვიცით რა გვინდა, წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ სტადიონის შეძენას. ახლა ყველაფერი დასრულდა, ჩვენ გვინდა გადავიდეთ „პარკ დე პრენსიდან“, - ციტირებს ჟურნალისტი ადრიენ გრეინერი ალ-ხელაიფის სიტყვებს ტვიტერზე.

1998 წლამდე „პარკ დე პრენსი“ იყო მთავარი სტადიონი საფრანგეთის ნაკრების საშინაო მატჩებისთვის, სანამ „სტად დე ფრანსი“ აშენდა პარიზის გარეუბან სენ-დენიში 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120288