დღეს, 8 თებერვალს, პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ლიგის 1 ჯგუფში მოხვდა ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად.
წილისყრის შედეგები ასეთია:
ლიგა A
1 ჯგუფი: ხორვატია, პორტუგალია, პოლონეთი, შოტლანდია
2 ჯგუფი: იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი
3 ჯგუფი: ნიდერლანდები, უნგრეთი, გერმანია, ბოსნია-ჰერცეგოვინა
4 ჯგუფი: ესპანეთი, დანია, შვეიცარია, სერბეთი
ლიგა B
1 ჯგუფი: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო
2 ჯგუფი: ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი
3 ჯგუფი: ავსტრია, სლოვენია, ნორვეგია, ყაზახეთი
4 ჯგუფი: უელსი, ისლანდია, ჩერნოგორია, თურქეთი
ლიგა C
1 ჯგუფი: შვედეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ესტონეთი
2 ჯგუფი: რუმინეთი, კოსოვო, კვიპროსი, ლიტვა/გიბრალტარი
3 ჯგუფი: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ბელარუსი
4 ჯგუფი: სომხეთი, ფარერები, ჩრდილოეთ მაკედონია, ლატვია
ლიგა D
1 ჯგუფი : ლიტვა/გიბრალტარი, სან მარინო, ლიხტენშტეინი
2 ჯგუფი: მოლდოვა, მალტა, ანდორა
ტურნირი 2024 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება. ფლეი-ოფები კი 2025 წლის მარტში. ამჯერად ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 4 საგზურს მოიპოვებს, რაც სიახლეა.
მანამდე კი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფლეი-ოფი აქვს სათამაშო. წლეულს 21 მარტს ქართველები ნახევარფინალში თბილისში ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, თუ მოიგეს, ფინალში (ასევე თბილისში) 26 მარტს საბერძნეთ-ყაზახეთს შორის გამარჯვეულს შეხვდებიან და წარმატების შემთხვევაში ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.