ფეხბურთი

20:44 | 8.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ნოიერს „ბაიერთან“ ელოდება

„ბაიერნი" იმედოვნებს, რომ მთავარ მეკარე მანუელ ნოიერს მუხლის ტრავმის პრობლემა გერმანიის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ბაიერთან" მატჩამდე მოუგვარდება - წერს Bild.

წყაროს ცნობით, 8 თებერვალს ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, სამწვრთნელო შტაბი კი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ვარჯიშზე დაბრუნებას ხვალ, 9 თებერვალს გეგმავს.

2022 წლის დეკემბერში ნოიერმა ზამთრის არდადეგებზე თხილამურებით სრიალის დროს ფეხი მოიტეხა. შედეგად გასული წლის ოქტომბერში 37 წლის მეკარე მოედანზე 10 თვის განმავლობაში პირველად გავიდა.

მიმდინარე სეზონში ნოიერმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაუშვა და 7-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.

„ბაიერისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 10 თებერვალს გაიმართება ლევერკუზენში და თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

0.120348