ფეხბურთი

17:42 | 8.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე თავის მომსახურებას „ბარსელონას“ სთავაზობს

„ჩელსის,“ „იუვენტუსის“ და „ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ბარსელონას“ თავისი მომსახურება შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს ახლანდელი დამრიგებელი ჩავი დატოვებს - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ ჯერ არ გადაუდგამს რაიმე საპასუხო ნაბიჯი წინადადებაზე. შესაძლოა „ბარსელონამ“ კონტეს მართლაც მიმართოს, თუმცა ამ ეტაპზე ის სავარაუდო მწვრთნელთა მოკლე სიაშიც კი არ არის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116482