ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასის ფინალშია. ჟოზე პეშეიროს გუნდმა ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ამ შეხვედრებში გოლები მხოლოდ პენალტებით გავიდა: 67-ე წუთზე ვილიამ ტროსტ-ეკონგმა გახსნა ანგარიში, რასაც ბოლო წუთზე ტებოჰო მოკოენამ უპასუხა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
კომპენსირებულ დროში არაფერი შეცვლილა და მატჩი 1:1 დასრულდა, გამარჯვებული გამოსავლენად კი პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ნიგერიამ 5-დან 4-ჯერ ზუსტად დაარტყა, ხოლო „ბაფანა ბაფანამ“ 4-დან მხოლოდ 2 პენალტი გაიტანა და „სუპერ არწივებმა“ 4:2 მოიგეს.
ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასის ფინალში 11 თებერვალს, კოტ დივუარსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.