ფეხბურთი

16:40 | 7.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კობოური უნგრულ გუნდში გადავიდა

„დინამო თბილისის“ მცველი დავით კობოური კარიერას „უიპეშტში“ გააგრძელებს. ინფორმაცია უნგრულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

კობოური „დინამოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2017 წლიდან თამაშობდა, მან ერთი სეზონი ჩეხურ „კარვინაშიც“ გაატარა, თუმცა იქ ფეხი ვერ მოიკიდა.

„უიპეშტი“ უნგრეთის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 21 ქულით მეცხრე ადგილზეა. ახლო წარსულში ამ გუნდში ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე თამაშობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114078