„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი რაფაელ ვარანი შესაძლოა „ალ-ნასრში“ გადავიდეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
ფრანგი მცველი ინგლისურ კლუბში სათამაშო დროით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, არაბები მზად არიან ვარანს ხელფასის სახით 50 მილიონი დოლარი შესთავაზონ.
„ალ-ნასრში“ კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, რომელსაც ვარანი კარგად იცნობს და შესაძლოა, ამან ტრანსფერს ხელი შეუწყოს.
მიმდინარე სეზონში რაფაელ ვარანმა „მანჩესტერის“ მაისურით 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ფრანგი მცველი „ლანსის“ და მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.