ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის „არსენალმა“ „ლივერპული“ დაამარცხა, რის შედეგადაც საჩემპიონო ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა.
„მეთოფეები“ სწრაფადვე დაწინაურდნენ ბუკაიო საკას გოლით, რასაც ტაიმის მიწურულს უპასუხეს სტუმრებმა გაბრიელის ავტოგოლით. თუმცა, ეს იურგენ კლოპის გუნდისთვის ერთადერთი პოზიტივი იყო ამ შეხვედრაში.
მეორე ნახევარში გაბრიელ მარტინელიმ და ლეანდრო ტროსარმა „არსენალის“ დამაჯერებელი გამარჯვება განაპირობეს - 3:1.
მარცხის მიუხედავად „ლივერპული“ 51 ქულით ისევ ლიდერია, თუმცა ახლა მხოლოდ 2 ქულით უსწრებს „არსენალს“, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ ხუთით და თან პეპ გვარდიოლას გუნდს ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.