რაგბი

19:55 | 4.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მე-7 ცენტურიონი და კოკერილის დებიუტი - ბორჯღალოსნებმა გერმანიას მოუგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ბორჯალოსნებმა პირველ ტურში გერმანიას სტუმრად 17:28 აჯობეს.

ამ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შედგა რიჩარდ კოკერილის დებიუტი. ინგლისელმა სპეციალისტმა საკმაოდ რთულად დაიწყო და შედარებით სუსტ მეტოქესთან ძალიან გაუჭირდა.
ანგარიში საჯარიმო ლელოთი საქართველოს ნაკრებმა გახსნა, თუმცა მალევე მეტოქემ გარდასახული ლელო მიითვალა, შემდეგ კი სხვაობა ჯარიმით გაზარდა. პირველი ტაიმი ქართველებმა მაინც მოიგეს, როდესაც მეტოქის ჩათვლის წერტილი სპანდერაშვილმა აიღო და ლუკა მატკავამ გარდასახა. (10:14)

მეორე ნახევარში სტუმრებმა მოუმატეს, თავი ჯერ მერაბ შარიქაძემ გამოიჩინა და მატკავამ კვლავ გარდასახა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების კაპირანმა ეროვნული გუნდის კვართი მე-100-ედ მოირგო და მე-7 ქართველი და მსოფლიოში 97-ე ცენტურიონი გახდა.
61-ე წუთზე მირიან მოდებაძეს ჯერი დადგა, მატკავამ კი ამჯერადაც ზუსტად დაარტყა და სხვაობა 18-ქულიანი გახდა. თუმცა, მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს, და ერთი გარდასახული ლელოთი ანგარიში 11-ქულამდე შეამცირეს. საბოლოო შედეგი 17:28 დაფიქსირდა

ქართველი ბორჯღალოსნები მომდევნო ტურში უკვე საქართველოში, 10 თებერვალს, ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

0.122554