მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ არ ისურვა „ბარსელონას“ მწვრთნელ ჩავიზე პასუხი გაეცა, რომელიც ამბობს, რომ „სამეფო კლუბს“ მსაჯები ეხმარებიან.
ანჩელოტიმ უბრალოდ აღნიშნა, რომ ამ დონემდე დაცემა არ სურს:
„პროფესიონალი ვარ და როგორც პროფესიონალს, არ მინდა ამ დონემდე დავეცე ესპანური ფეხბურთის პატივისცემის გამო“, - თქვა ანჩელოტიმ.