ფეხბურთი

0:23 | 3.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "როგორც ჩანს, მადრიდულ პრესაში ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უპასუხა ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ერლინგ ჰოლანდი „სიტიში“ უკმაყოფილოა.

„ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ ერლინგი უკმაყოფილოა. შესაძლოა, ესპანურ მედიას, განსაკუთრებით მადრიდულს, ჩვენზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეს... როცა ვინმე 50 გოლს გაიტანს, ყველას მისი შურს. თუმცა, ის გააგრძელებს გოლების გატანას, ამას აკეთებდა ჩვენამდე, აკეთებს ჩვენთან და გააკეთებს მომავალშიც, სადაც არ უნდა იყოს. ის განსაკუთრებული ბიჭია. პრობლემა ისაა, რომ როდესაც ამ დონემდე მიდიხარ, ყველა მისგან მოელის, რომ თამაშში 3 გოლს გაიტანს. ეს არ არის ვირტუალური ფეხბურთი, რეალობა სხვანაირია და ხანდახან ისეთი ბრწყინვალე არ ხარ, მაგრამ სტატისტიკა მაინც საოცარი აქვს და გააგრძელებს გოლების გატანას“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109211