ფეხბურთი

23:05 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასის ნახევარფინალშია

აფრიკის თასზე პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა - ნიგერიის ნაკრები. ჟოზე პეშეიროს გუნდმა ანგოლა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს ადემოლა ლუქმენმა გაიტანა - 1:0.

ვიქტორ ოსიმენმაც მოახერხა გატანა, მაგრამ გოლი არ ჩაუთვალეს, ხოლო მატჩის ბოლოს მან ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

ნიგერიის ნაკრები ნახევარფინალში კაბო ვერდესა და სამხრეთ აფრიკის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114155