ფეხბურთი

18:07 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ამ სიტუაციაში ჩავის გარდა, ნებისმიერ სხვა მწვრთნელს გავათავისუფლებდი"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ სუპერლიგაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ პროექტს მხარს იტალიური გუნდები უჭერენ და ისინი დაასახელა კიდეც. უცნაური ისაა, რომ ლაპორტას სუპერლიგის მხარდამჭერთა შორის არ უხსენებია „იუვენტუსი“, რომელიც თავიდან პროექტის ინიციატორი იყო, მაგრამ როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა.

ამას ისიც ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმაც არ მოიხსენია „იუვე“ სუპერლიგის მხარდამჭერთა შორის... გარდა ამისა, ლაპორტამ ჩავიზეც ისაუბრა.

„სუპერლიგა? „ბარსელონას“ და „რეალის“ გარდა, ტურნირში იქნებიან იტალიური გუნდები: „ინტერი“, „ნაპოლი“, „მილანი“ და „რომა“. ასევე ზოგიერთი ფრანგული კლუბი, მაგალითად, „მარსელი“, რამდენიმე პორტუგალიური - „სპორტინგი“, „ბენფიკა“ და „პორტუ“ სიხარულით შემოგვიერთდებიან. ასევე, „აიაქსი“, „ფეიენოორდი“ და პსვ, ბელგიური კლუბები, „ბრიუგე“ და „ანდერლეხტიც“. ვფიქრობ, თავდაპირველად იდეალური იქნება 16-გუნდიანი ტურნირი, დანარჩენები შემდეგ დაგვემატებიან.

ჩავი? მწვრთნელი ის რომ არ ყოფილიყო, სხვა ნებისმიერი უკვე გათავისუფლებული მეყოლებოდა. ჩავი ამას არ იმსახურებს და ამიტომ, არ ვათავისუფლებ. ვიღებთ და პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას“, - თქვა ლაპორტამ.

0.116106