ფეხბურთი

15:21 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟერომ ბოატენგი სერია A-ში ითამაშებს

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი ჟერომ ბოატენგი კარიერას „სალერნიტანაში“ გააგრძელებს.

ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

ბოატენგი ბოლო 7 თვის განმავლობაში უგუნდოდ იყო. მან კარიერა „ჰერტაშ“ დაიწყო, შემდეგ „ჰამბურგსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშა, კარიერის საუკეთესო წლები კი „ბაიერნში“ გაატარა, რომლის რიგებში 364 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. ბოლოს ბოატენგი ფრანგული „ლიონის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116262