ფეხბურთი

22:44 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" შემტევი ნახევარმცველი "კალიარიში" გაანათხოვრა

„ნაპოლიმ“ ჯანლუკა გაეტანო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, „კალიარიში“ გაანათხოვრა.

23 წლის ფეხბურთელი სარდინიულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გაირჯება.

ჯანლუკა გაეტანო „ნაპოლის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 2019-2022 წლებში ის იჯარით „კრემონეზეში“ თამაშობდა, სადაც 86 შეხვედრაში თავი 17-ჯერ გამოიჩინა.

0.12196