ფეხბურთი

21:39 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "უოტფორდმა" გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა

„უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური „გენტიდან“ გამოისყიდა. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ამრიგად, დღეიდან ჩაკვეს „გენტთან“ წარსულის გარდა აღარაფერი აკავშირებს და „უოტფორდის“ სრულფასოვანი წევრია. „უოტფორდის“ განცხადებაში არ არის ნახსენები ტრანსფერის ღირებულება და კონტრაქტის ხანგრძლივობა, თუმცა, ბრიტანული მედიის ცნობით, ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ 2017 წლიდან 81 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა. ბელგიელებს ის იჯარით „ჰამბურგში“ ჰყავდათ განათხოვრებული, ხოლო გასული სეზონი ბრატისლავის „სლოვანში“ გაატარა, სადაც 47 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა და 9 საგოლე პასი გააკეთა, საქართველოს ნაკრების რიგებში კი 22 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.

0.110272