ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ლეაუს ხვიჩა კვარაცხელიაზე 6-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, მას ქართველი ფეხბურთელი ურჩევნია.
როგორც ბარჯიჯამ აღნიშნა, ლეაუსგან განსხვავებით კვარაცხელია მოედანზე ყოველთვის სწორ დამოკიდებულებას ავლენს.
„მილანის“ ფეხბურთელი ბევრად მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე „ნაპოლის“, 6-ჯერ მეტს. მიუხედავად ხელფასში უდიდესი სხვაობისა, მე „ნაპოლის“ ფეხბურთელი მირჩევნია. კვარაცხელიას ლეაუსთან შედარებით მოედანზე ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. სერია A-ში ცოტა გოლი გაიტანა (5 - რედ), მაგრამ ყოველთვის ცდილობს შეტევაში მოქმედების ეპიცენტრში ყოფნას, იბრძვის ყოველი ბურთისთვის, განსხვავებით „მილანის“ ფეხბურთელებისგან. „ნაპოლისა“ და კვარაცხელიას შორის კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც სულაც არ არის ადვილი, კვარა ახლა მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს“, - თქვა ბარჯიჯამ.