„ბორდოს“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი კონკრეტულად ლიგა 2-ის ვებგვერდმა გამოარჩია და ის სიმბოლურში მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა. ზურიკომ ბოლო ტურში „ანჟერის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და „ბორდოს“ მნიშვნელოვანი თამაში მოაგებინა.
მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. „ბორდო“ 28 ქულით მე-13 ადგილზეა და 3 თებერვალს, „ტრუას“ უმასპინძლებს.