ფლორენციის „ფიორენტინამ“ „რომადან“ ანდრეა ბელოტი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
30 წლის ფორვარდი „იებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, მაგრამ მათ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
ბელოტიმ „რომაში“ 2022 წლიდან 62 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე ის 2015-2022 წლებში „ტორინოში“ თამაშობდა, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა და 251 თამაშში 113 გოლი გაიტანა. კარიერის საწყის ეტაპზე ბელოტი „ალბინოლეფესა“ და „პალერმოს“ წევრი იყო.