ფეხბურთი

18:45 | 31.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი წნეხი "რეჯანაში" მქონდა"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჩავის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „ბარსელონას“ მწვრთნელი დიდი წნეხი და არასასიამოვნო სამსახურია.

როგორც ანჩელოტიმ აღნიშნა, მას ყველაზე დიდი წნეხი მოკრძალებულ „რეჯანაში“ ჰქონდა, როდესაც სერია B-ში მუშაობდა.

„ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი წნეხი „რეჯანაში“ ვიგრძენი, 1996 წელს. მაშინ ვფიქრობდი, რომ 2000 წლამდეც ვერ შევძლებდი მწვრთნელობას, მაგრამ ახლა 2024 წელია და აქ ვარ, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ წნეხი არის საწვავი, რათა ჩემი საქმე კარგად გავაკეთო.

მესმის ჩავის გადაწყვეტილა. მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა და არ მინდა პარალელი გავავლო: ჩვენ ფანტასტიკურ საქმეს ვაკეთებთ, წნეხი ნორმალურია. ყველას პატივს ვცემ, მათ სიტყვებს და აზრებს, ეს ჩავი იქნება თუ ვინმე სხვა.

მოდრიჩის მომავალი? ლუკა „რეალის“ და ფეხბურთის ლეგენდაა. მომდევნო სეზონისთვის გადაწყვეტილებები მან უნდა მიიღოს“, - თქვა ანჩელოტიმ.

0.12508